კორონავირუსის მსოფლიო პანდემიად გამოცხადებამ და თვითიზოლაციამ ბიზნესები ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა.
დღეს, მათ დიდ ნაწილს უწევს, სრულად გადაეწყოს ონლაინ გაყიდვებზე ან კოლოსალური ზარალით დაელოდოს პანდემიის დასრულებას.
რთულია, დროის მოკლე მონაკვეთში ონლაინ გაყიდვებზე გადასვლა, როცა წლებია, ბიზნესი ჩვეულებრივი მაღაზიის ან მაღაზიათა ქსელის სახით ფუნქციონირებს. ეს პროცესი დაკავშირებულია საკმაოდ მოცულობითი ხარჯების გაწევასთან, დროში გაწელილ პროცესთან, სანდო და კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მოძებნასთან, რაც კიდევ უფრო აუარესებს კომპანიის მიმდინარე ფინანსურ მდგომარეობას. თუმცა, არსებობს გამოსავალი, რომელიც ბიზნესს დამატებით ხარჯებს აარიდებს თავიდან და ონლაინ გაყდვების დაწყების შანსს მომენტალურად მისცემს. მსგავსი ტიპის გადაწყვეტა, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში წლებია ხელმისწავდომია და პოპულარობითაც სარგებლობს, სასიხარულოა, რომ ეს სერვისი საქართველოშიც ხელმისაწვდომია პლატფორმა B2C.ge-ის დახმარებით. B2C.ge 2019 წლის შედეგებით გახდა ლიდერი პლატფორმა ელექტრონული კომერციის მიმართულებით, რომლის გამოყენებითაც რეკორდული რაოდენობის ონლაინ მაღაზია გაიხსნა საქართველოში.
B2C.ge ეს არის პლატფორმა, რომელზეც ბიზნესს შეუძლია, ონლაინ მაღაზია მარტივად და სწრაფად შექმნას და ამასთან, 30 დღის განმავლობაში არანაირი ხარჯი არ გაწიოს.
COVID-19-ის პანდმიის პირობებში ელექტრონული კომერციის როლსა და მის პერსპექტივებზე პლატფორმა B2C.ge-ის ხელმძღვანელს ქეთევან ვაჩიბერიძეს ვესაუბრეთ:
COVID-19-ის მსოფლიო პანდემიის პირობებში, შეიძლება ითქვას, ელექტრონული კომერცია ბიზნესის მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა. როგორ ფიქრობთ, რამდენად მომზადებული შეხვდა ბიზნეს სექტორი ამ გამოწვევას?
ბოლო ერთი თვის განმავლობაში ელექტრონული კომერციის როლი სრულად შეიცვალა. ამ გამოწვევას მომზადებული არათუ ქართული, არამედ განვითარებული ქვეყნების ბიზნესებიც ვერ შეხვდნენ. ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც ელექტონული კომერცია ყველაზე მეტად არის განვითარებული, საცალო გაყიდვებში ონლაინ შოპინგის წილი მაინც ვერ ცდებოდა 20%-ს. რამდენიმე კვირაში პანდემიის პირობებში ტრადიციული არხებით გაყიდვების ონლაინ ვაჭრობით სრულად ჩანაცვლება შეუძლებელი აღმოჩნდა.
ეს პრობლემა საქართველოში კიდევ უფრო მწვავედ დგას. მიუხედავად ბოლო 2 წლის განმავლობაში, შთამბეჭდავი დინამიკისა ელექტრონული კომერციის და ინტერენეტით განხორციელებული გადახდების განვითარების კუთხით (2019 წელს განხორციელებული ოპერაციების რაოდენობა 3-ჯერ აღემატება, 2017 წელს დაფიქსირებულ ციფრებს), ბიზნესების უდიდესი ნაწილი დღემდე არ აღიარებდა და არ აღიქვამდა სერიოზულად ონლაინ მაღაზიების როლს. ახლა კი იძულებულნი არიან სატელეფონო ზარებით ან/და ე.წ. ონლაინ ჩათის საშუალებით მოემსახურონ კლიენტებს, რაც რა თქმა უნდა, არ არის საკმარისად ეფექტური.
საგანგებო მდგომარეობის გამო, აფთიაქებისა და სასურსათო მაღაზიების გარდა, ყველა სხვა სავაჭრო ობიექტმა ფუნქციონირება შეწყვიტა. საინტერესოა, რამდენად გაიზარდა ამის შემდეგ ონლაინ სივრცეში გადასვლის მოთხოვნა, მათ შორის B2C.GE-ის დახმარებით?
ჩვენი კომპანია, ბრენდით B2C.GE უკვე წელიწადნახევარია, რაც ბაზარზეა წარმოდგენილი და სტაბილურად იზრდება. ონლაინ მაღაზიების რიცხვმა 150 ერთეულს გადააჭარბა და ვფიქრობ, ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში ელექტრონული კომერციის ზრდის ტემპში ჩვენი მცირედი დამსახურებაც მიგვიძღვის.
ბოლო 2 კვირის განმავლობაში მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. ონლაინ მაღაზიის შექმნას ცდილობენ როგორც ძალიან მსხვილი, ყველასთვის ცნობილი ბრენდები, ასევე მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებიც.
B2C-ის დაარსების მომენტიდან მთელი ფინანსური რესურსი და ტექნოლოგიური ცოდნა გამოვიყენეთ, რომ შეგვექმნა ისეთი ტექნოლოგიური პლატფორმა, რომელიც ნებისმიერ მეწარმეს საშუალებას მისცემდა თავად გაეკეთებინა სრულყოფილი ონლაინ მაღაზია პროგრამირების მინიმალური ცოდნის და გამოცდილების გარეშეც. ჩვენი პლატფორმის მეშვეობით მეწარმე ყოველგვარი შეხვედრების, კონტრაქტის გაფორმებისა და სატელეფონო ზარის განხორციელების გარეშე ქმნის და ავითარებს საკუთარ ონლაინ მაღაზიას. გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებაში ძალიან გვეხმარება ჩვენს მიერ შექმნილი ვიდეო სახელმძღვანელო, სადაც სრულად არის აღწერილი ონლაინ მაღაზიის განვითარების თითოეული ეტაპი.
როგორ ფიქრობთ, არის თუ არა დღეს არსებული მდგომარეობა იმის მანიშნებელი, რომ როგორც ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ისე კონკრეტულად, საქართველოში, ელექტრონული კომერცია კიდევ უფრო განვითარდება? კონკრეტულად, რა მიმართულებით?
ვფიქრობ, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ - მთავარი ცვლილებები და გამოწვევები ბიზნესისთვის თავს იჩენს ვირუსის დამარცხების შემდეგ. შესაძლოა, COVID-19 - როგორც პრობლემა მოკლე ვადაში დაიძლიოს, მაგრამ ის მაინც უდიდეს გავლენას მოახდენს ბიზნესის წარმოების მეთოდებზე. ფართო განხილვის საგანია, თუ როგორ შეიცვლება სტუმარ-მასპინძლობის მიმართულება (სასტუმრო, კაფე, რესტორანი), როგორი იქნება სწავლის პროცესი სკოლებში, უნივერსიტეტებში, როგორი მოდელით გააგრძელებენ თანამშრომლებთან ურთიერთობას ბანკები, საკონსულტაციო კომპანიები და სხვა ობიექტები და დაწესებულებები. ყველა ამ სფეროსთან შედარებით საცალო ვაჭრობას ერთი დიდი უპირატესობა აქვს: აქ უკვე არსებობს მოდელი, რომლის როლიც წარმოუდგენლად გაიზრდება და მნიშვნელოვნად ჩაანაცვლებს ტრადიციულ საცალო გაყიდვების მოდელს. ეს მოდელი არის ელექტრონული კომერცია ანუ ონლაინ შოპინგი, რომელიც უკვე გატესტილია, აპრობირებულია და ყოველდღიურობის ნაწილი ხდება. რა თქმა უნდა, ელ-კომერციაში გაჩნდება ახალი მიმართულებების და ფუნქციონალის დამატების აუცილებლობა, მაგრამ ფაქტია, რომ ძირითადი მოდელი უკვე არსებობს.
პლატფორმა B2C-ის რა როლი უჭირავს ამ პროცესში?
ბიზნესი ეტაპობრივად იაზრებს, რომ საკუთარი ინტერნეტ მაღაზია ეს არ არის მხოლოდ საიმიჯო სივრცე. ეს არის ჩვენი ბიზნესის და ბიზნეს პროცესების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლითაც 24/7-ზე უნდა შევძლოთ მომხმარებლების მომსახურება ნებისმიერ წერტილში. საჭირო მომენტში ონლაინ მაღაზია სრულად უნდა ანაცვლებდეს ჩვენს ფიზიკურ გაყიდვის წერტილებს (არ არის ლაპარაკი მხოლოდ პანდემიის პერიოდზე). ეს ნიშნავს, რომ ონლაინ მაღაზიას ძალიან ბევრი მონაცემების გაცვლის არხი უნდა ქონდეს გარე პლატფორმებთან და შიდა აღრიცხვის სისტემებთან, უნდა იყოს აღჭურვილი ანგარიშსწორების სხვადასხვა მეთოდებით, განვადების მოდულით, მიწოდების მრავალფეროვანი არხებით, სრული ინტეგრაციით სოციალურ ქსელებთან და Google-ის პლატფორმებთან, ნაშთების კონტროლის, ფასდაკლებების მართვის, სავალუტო კურსების და ძალიან ბევრი სხვა ფუნქციონალით. მნიშვნელოვანია, ეს ფუნქციური შესაძლებლობები მუდმივად განახლებადი იყოს, რადგან ძალიან დიდი სისწრაფით იცვლება სფერო, იცვლება მომხმარებლის მოთხოვნები, თუნდაც ერთმა განახლებამ სოციალურ ქსელებში ან ბანკის გადახდების სისტემაში შეიძლება ჩვენი ონლაინ მაღაზია მწყობრიდან გამოიყვანოს. ამ პროცესს, რომ არ ჩამოვრჩეთ არსებობს ორი გზა: უნდა გვყავდეს საკუთარი პროგრამისტების ჯგუფი (რისი ფუფუნება და კომპეტენციაც სულ რამდენიმე ათეულ კომპანიას აქვს საქართველოში) ან უნდა გამოვიყენოთ B2C.GE-ის მსგავსი განახლებადი პლატფორმები. უბრალოდ ვებ-გვერდის შაბლონის ყიდვით, ჩვენ ვერ ვაქცევთ ონლაინ მაღაზიას ბიზნესად. ვამაყობთ, რომ საქართველოშიც შევძელით ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება და ისეთი პლატფორმის შექმნა, რომელიც ერთი მხრივ, ითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარდებს ელ-კომერციაში და პარალელურად სრულად მორგებულია ადგილობრივ სერვისებზე და ადგილობრივი ბიზნესების საჭიროებებზე.
როგორ ფიქრობთ, უახლოეს კვირებში რამდენად გაიზრდება დატვირთვა ელექტრონული კომერციის პლატფორმებზე?
მარტივ ციფრებს გეტყვით: ჩვენთან შექმნილ ონლაინ მაღაზიებში, წინა კვირის გაყიდვებმა 3-ჯერ გადააჭარბა წინასაახალწლო კვირას დაფიქსირებულ რეკორდულ გაყიდვებს. თუმცა ამ საკითხს ცოტა უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა შევხედოთ. ყველა ვეძებთ გამოსავალს, გადავჭრათ ის პრობლემები, რაც გაჩნდა ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში იცვლება ბიზნესის თამაშის წესები. ამ ცვლილებებს ეყოლება გამარჯვებულები და დამარცხებულები, გაკოტრდებიან კომპანიები და გაჩნდებიან ახლები. ამიტომ, უნდა ვიფიქროთ რა შევცვალოთ ჩვენს მოქმედებებში ისეთი, რაც წარმატებას მოგვიტანს გრძელვადიან პერიოდში. ნებისმიერ მეწარმეს, ვინც აქტიურად იყო ჩართული ყოველდღიურ ბიზნეს პროცესებში, ახლა აქვს შესაძლებლობა დაფიქრდეს ელექტრონული კომერციის მიმართულების განვითარებაზე; არამარტო დაფიქრდეს, არამედ გამოიყენოს B2C.GE-ის 30 დღიანი უფასო სარგებლობის პერიოდი და შექმნას საკუთარი ონლაინ მაღაზია, განახორციელოს პირველი გაყიდვები. გარდა მოქმედი მეწარმეებისა და ბიზნესებისა, ძალიან ბევრ ადამიანს დიდი ხანია საკუთარი ბიზნესის წამოწყების სურვილი აქვს. მათაც ვურჩევდი, გამოიყენონ ეს პერიოდი და ელექტრონული კომერციის შესაძლებლობები, შექმნან საკუთარი ონლაინ მაღაზია ყოველგვარი საწყისი ფინანსური ინვესტიციის გარეშე.