გლობალური პერსონალური ფუფუნების საგნების ბაზარზე მოქმედი კომპანიები პანდემიისგან უფრო მეტად დაზარალდნენ, ვიდრე თებერვალში გაკეთებული პროგნოზით იყო მოსალოდნელი. ახალი შეფასებით, ბაზარი დაკარგავს დაახლოებით 105 მილიარდ ევროს და დაუბრუნდება 2011 წლის დონეს, როდესაც მისი მოცულობა მხოლოდ 250 მილიარდი ევრო იყო. აღნიშნულ პროგნოზს აკეთებს Boston Consulting Group, რომელმაც ანგარიში Altagamma და AB Bernstein-თან ერთად მოამზადა.
თებერვალში გაკეთებული პროგნოზის მიხედვით, დანაკარგი იქნებოდა 70-90 მლრდ ევრო, მარტში კი ეს მაჩვენებელი 105 მლრდ ევრომდე გაიზარდა.
პერსონალური ფუფუნების საგნების სეგმენტი (მათ შორის ტანსაცმელი, ჩანთები, ფეხსაცმელი, საათები და სამკაულები) 2019 წლის ბოლოს 350 მლრდ ევროდ შეფასდა, 2020 წელს კი ამ სეგმენტში გაყიდვები შემცირდება დაახლოებით 245 მლრდ ევრომდე, იტყობინება Boston Consulting Group.
თებერვალში ბაზარის მოთამაშეები ვარაუდობდნენ 10%-იან კლებას, მარტში კი სავარაუდო სცენარით წლის დანაკარგები 30%-ით შემცირდა.
გამოკითხულთა თითქმის ნახევარი თვლის, რომ კორონავირუსის შედეგები უარყოფითად იმოქმედებს 6-12 თვის განმავლობაში, თუმცა ადრე ბაზრის მონაწილეთა მხოლოდ მესამედს ჰქონდა ასეთი პესიმისტური შეხედულება.
პროგნოზის მიხედვით, 2020 წელს დაახლოებით 105 მილიონი ერთეული პრემიუმ პროდუქტი აღარ გაიყიდება.