სამცხე-ჯავახეთში საგადასახადო სამართალდარღვევის 53 ფაქტი გამოვლინდა

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 53 ფაქტი გამოვლინდა.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, ახალციხეში, ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ბორჯომში საკონტროლო შესყიდვისა და სალარო საკონტროლო აპარატის გამოყენების წესების დაცვის კონტროლის პროცედურების მიხედვით, 68 ობიექტი შემოწმდა. კონტროლის ღონისძიებების შედეგად, სამართალდარღვევის 53 ფაქტი დაფიქსირდა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა/რეალიზაციის ფაქტის გამოვლენის მიზნით, 8 ობიექტი დათვალიერდა, თუმცა სამართალდარღვევა არ დაფიქსირებულა.