საგანგებო სიტუაციების სამსახური ლერმონტოვის ქუჩაზე კედლის ჩამონგრევასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური თბილისში, ლერმონტოვის ქუჩაზე კედლის ჩამონგრევასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, ნანგრევებში მოყოლილი მუშები მეხანძრე-მაშველებმა მალევე ამოიყვანეს.

“საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, მიხეილ ლერმონტოვის ქუჩაზე, შენობის კედელი ჩამოინგრა და ნანგრევებში ადამიანები მოყვნენ.

შემთხვევის ადგილზე, უმოკლეს დროში გამოცხადდა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, ავარიული შენობის დემონტაჟის დროს ერთ-ერთი კედელი ჩამოინგრა და სამი მუშა მოიყოლა.

მეხანძრე-მაშველებმა ისინი ნანგრევებიდან მალევე ამოიყვანეს. სამივე მათგანი კონტაქტურია და მსუბუქად არიან დაშავებული.

მუშებს პირველადი დახმარება უკვე აღმოუჩინეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.