„ეკონომიკაში, განსაკუთრებით, ტურიზმში „რესტარტი“ განვახორციელეთ, თუმცა არამგონია, დიდხანს მოვუნდეთ მის მეორედ „ამოქოქვას“

„ეკონომიკაში, განსაკუთრებით, ტურიზმში „რესტარტი“ განვახორციელეთ, თუმცა არამგონია, დიდხანს მოვუნდეთ მის მეორედ „ამოქოქვას“, -ასე აფასებს კომპანია GDG+-ის დამფუძნებელი ბეჯან წაქაძე, კორონავირუსის გამო ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს. როგორც ის „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, თუ ქვეყანა ვირუსთან ბრძოლას ისეთივე წარამტებით განაგრძობს, როგორც ამას ახლა ახორციელებს, შესაძლოა, ეს ფაქტი სამომავლოდ ტურისტების მიზიდვის საშუალებაც კი გახდეს.

„ჩვენი ქვეყანა კორონავირუსთან ბრძოლაში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავეა. ინფიცირებულთა რაოდენობაა საგანგაშო არაა. მე ვფიქრობ, საკმაოდ სწორი გადაწყვეტილება მიიღო მთავრობაც, როდესაც აკრძალვები შემოიღო. თუ გავითვალისწინებთ, იტალიას, საფრანგეთს, აშშ-ს და ა.შ., საშინელება ტრიალებს. ჩვენთან კი, ძალიან კარგი სპეციალისტების და მთავრობის მენეჯმენტის დამსახურებით, სიტუაცია აბსოლუტურად კონტროლირებადია.

მე ვფიქრობ, მოვლენების შემდგომი განვითარება, ეკონომიკური კუთხით, დამოკიდებული იქნება, ჩვენ როგორ გადავაგორებთ ამ გამოწვევას. თუმცა, სამწუხაროდ, აქ დიდი მნიშვნელობა აქვს თავად ევროპა როგორ გადაიტანს პანდემიას. იქ თუ არ დაწყნარდა ვითარება, ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ტურიზმი, შესაძლოა, სერიოზული საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს.

თუ ვირუსთან ბრძოლაში აღებული სტარტი, კარგად დავასრულეთ და ჩვენი ქვეყანა გახდა ერთ-ერთი ყველაზე საიმედო, ვირუსთან ბრძოლის პირობებში, მე ვფიქრობ, გაცილებით მეტი ტურისტი წამოვა ჩვენთან, ვიდრე ევროპაში. იმიტომ, რომ ადრე თუ გვიან მაინც დაიწყება მიმოსვლა და მოგზაურები აირჩევენ ისეთ ქვეყნებს, სადაც ყველაზე კარგად გაუმკლავდნენ გამოწვევებს.

მართალია, კონომიკაში, განსაკუთრებით კი ტურიზმში „რესტარტი“ განვახორციელეთ, თუმცა არამგონია, დიდხანს მოვუნდეთ მის მეორედ „ამოქოქვას“. მთავარია, მშვიდობიანად ჩაიაროს ყველაფერმა“,- ამბობს ბეჟან წაქაძე.

ცნობისთვის, კომპანი ქვეყნის მასშტაბით 5 ობიექტის მშენებლობას ახორციელებდა, თუმცა კორნავირუსის გამო, სამუშაოები დროებით შეაჩერა. როგორც ბეჟან წაქაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, ობიექტების ნაწილი დასრულებულია, თუმცა გახსნა გადაიდო, დაუსრულებელი მშენებლობები კი, ქვეყანაში სიტუაციის დასტაბილურებამდე შეჩერდება.

ნინი ქეთელაური