საქართველოს სარეზერვო აქტივები შემცირდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 31 მარტის მდგომარეობით სავალუტო რეზერვებმა 3,203 მლრდ დოლარი შეადგენა. ეს კი 38 მლნ დოლარით ნაკლებია წინა თვესთან შედარებით. 29 თებერვლის მონაცემებით რეზერვები შეადგენდა 2,241 მლრდ დოლარს.
შემცირებულია მთლიანი რეზერვებიც, აქ კლებამ ერთ თვეში 38,5 მლნ დოლარი შეადგინა. სებ-ის სტატისტიკით, 31 მარტის მდგომარეობით რეზერვები 3,399 მლრდ დოლარია. (თებერვალში - 3,438 მლრდ დოლარი).