ვინ ფლობს და როგორია „ჯიბეს“ შემოსავალი, რომლითაც ფერმერებს მალფუჭებადი სურსათი რეალიზაციის შესაძლებლობა ექნებათ

ფერმერებს შესაძლებლობა ეძლევათ, მოვაჭრეებს თავიანთი წარმოებული მალფუჭებადი სურსათი ბითუმად მიაწოდონ.

ამისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, ჯიბეს“ ბაზაზე სპეციალური პლატფორმა შეიქმნა.

როგორც მინისტრი განმარტავს, აღნიშნული პლატფორმის საშუალებით ფერმერებს შესაძლებლობა ეძლევათ მოვაჭრეებს თავიანთი წარმოებული მალფუჭებადი სურსათი ბითუმად მიაწოდონ.

კომპანია ჯიბე ქეშ&ქერი 2010 წელს დაარსდა. ჯიბე" ქეშ&ქერი არის საქართველოში პირველი და ერთადერთი ორგანიზებული საბითუმო სავაჭრო ქსელი, რომელიც ემსახურება როგორც იურიდიულ პირებს, ასევე საცალო მომხმარებლებს. ის წარმოდგენილია საქართველოს ყველა დიდ ქალაქში 12 ფილიალით.

რეესტრის 2020 წლის მარტის მონაცემებით, კომპანიის 20%-იან წილს სააქციო საზოგადოება „პონტო ჰოლდინგი“; ხოლო 80%-იან წილს სააქციო საზოგადოება „ჯი-ეიჩ-ელ ჯორჯია“ ფლობენ. კომპანიის დირექტორი კი ლევან დავითაძეა. თავის მხრივ, „პონტო ჰოლდინგის“ დირექტორი - გიორგი ბერიანიძე, „ჯი-ეიჩ-ელ ჯორჯიას“ კი - რაჯეშ ვასუდევან ნამბიარია.

შპს „ჯიბეს“ 2018 წლის ფინანსური ანგარიშგებაც აქვს გამოქვეყნებული. დოკუმენტის თანახმად, საქონლის რეალიზაციიდან კომპანიის შემოსავალი - 129 869 000 ლარი; საქონლის თვითღირებულება - 122 318 000 ლარი; პერიოდის შედეგი (წლის ზარალი) - 2 158 000 ლარი იყო.

თაია არდოტელი