გაზრდილი მოთხოვნის გამო თურქეთმა ლიმონის ექსპორტი შეზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Daily Sabah-ი ხელისუფლების ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
შეზღუდვა 31 აგვისტომდე იმოქმედებს. ამ პერიოდში მწარმოებლებს ლიმონის ექსპორტის უფლება მხოლოდ მაშინ ექნებათ, თუ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ნებართვას მისცემს.
კორონავირუსის ეპიდემიის გამო ციტრუსის ამ სახეობის გაყიდვები თურქეთში მკვეთრად გაიზარდა - წერს გამოცემა. ქვეყნის მცხოვრებლები ლიმონს ტრადიციულად იყენებენ დეზინფექციისთვის. გარდა ამისა, ეს არის ვიტამინი C, რომელიც აუცილებელია იმუნიტეტის გასაძლიერებლად. ამის გამო, ქვეყნის ხელისუფლებაში შიშობენ, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვერ შეძლებენ და ამიტომაც მის ექსპორტზე მკაცრ შეზღუდვებს აწესებენ.