ჩვენ აპრილის შუა რიცხვებში და აპრილის ბოლოს ვიმოქმედებთ ზუსტად იმ ვითარებიდან გამომდინარე, რა ვითარებაც ჩვენს ქვეყნაში იქნება, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა კითხვას იმასთან დაკავშირებით, ხომ არ იგეგმება საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება იმის გათვალისწინებით, რომ კორონავირუსით ინფიცირების პიკი აპრილის ბოლოსთვის არის მოსალოდნელი.
„საკოორდინაციო საბჭოსა და მთავრობის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ეყრდნობა პროფესიონალების, მედიკოსებისა და ეპიდემიოლოგების დასკვნებს, ასევე იმ გათვლებსა და მოლოდინებს, რომელიც შეიძლება ჩვენი რეალობის გათვალისწინებით გვქონდეს. შესაბამისად, გაგრძელდება ასეთივე გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ აპრილის შუა რიცხვებში და აპრილის ბოლოს ვიმოქმედებთ ზუსტად იმ ვითარებიდან გამომდინარე, რა ვითარებაც ჩვენს ქვეყნაში იქნება. ყველა გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ დაეყრდნობა იმ რეალობას, რა რეალობაც გვექნება ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით ქვეყანაში და ასევე იმ რეკომენდაციებს, რომლებსაც ჩვენ მივიღებთ ჩვენი მედიკოსებისა და ეპიდემიოლოგებისაგან“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.