კორონავირუსის გამო შექმნილი რთული სოციალური მდგომარეობის ფონზე კომპანია „ტერასა ჯგუფმა“ თბილისის საკრებულოს კამპანიის ფარგლებში ორასამდე სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა.
დეველოპერული კომპანია „ტერასა ჯგუფის“ კომერციული დირექტორის თამარ გაფრინდაშვილის თქმით, „ტერასა ჯგუფი“ აღნიშნულ საქველმოქმედო კამპანიას მომავალშიც გააგრძელებს და ჯამში ათასამდე სოციალურად დაუცველ ოჯახს შესაბამისი საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფს.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის საკრებულო ხსენებულ კამპანიას უკვე რამდენიმე კვირაა ატარებს, რომლის ფარგლებშიც ისინი ბიზნესსექტორის დახმარებით სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს სურსათისა და პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფენ.