კომპანია „სილქნეტი“ მომხმარებელს განახლებულ სატარიფო პირობებს სთავაზობს.
ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.
კერძოდ, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია ახალ მომხმარებელს ორი თვის სააბონენტოს გაუუქმებს და ეს შეეხება, ქსელში ჩართვის 1-ელ და მე-4 თვეს. ხოლო ინტერნეტისა და ტელევიზიის ინსტალაციის საფასური - თბილისში - 120, რეგიონებში კი - 100 ლარი იქნება.
„სილქნეტი მომხმარებელს განახლებულ პირობებს სთავაზობს და ორი თვის სააბონენტო გადასახადს აუქმებს. სილქნეტი, ვირუსის გავრცელების ადრეული ეტაპიდანვე, ოპერატიულად მიმართავს ყველა საჭირო ზომას იმისათვის, რათა მომხმარებელს შეუფერხებლად მიაწოდოს სატელეკომუნიკაციო მომსახურება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ პერიოდში. მიუხედევად იმისა, რომ ამ რთულ და საპასუხისმგებლო ვითარებაში, სილქნეტმა, ისევე, როგორც კომპანიების უმრავლესობამ, შეზღუდა გარკვეული მომსახურებები და მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გრძელდება ოპერირება, კომპანია ინსტალაციებს არც ბოლო პერიოდში შეაჩერებს და აგრძელებს ახალი აბონენტების ქსელში ჩართვას განახლებული პირობებით. ახალი აბონენტებისთვის გაუქმდება ორი თვის სააბონენტო გადასახადი. ეს შეღავათი შეეხება ქსელში ჩართვის პირველ და მეოთხე თვეებს, ხოლო ინტერნეტისა და ტელევიზიის ინსტალაციის საფასური იქნება: თბილისში - 120 ლარი, რეგიონებში - 100 ლარი. ასევე, აბონენტები, დამატებითი შეღავათის სახით, ადგილზე საჩუქრად მიიღებენ ჯეოსელის სიმ ბარათებს და ჩაერთვებიან აქციაში „შენი ოთხეული“ - ჯეოსელის ოთხი ნომერი ერთმანეთთან უფასო საუბრით,“-აღნიშნულია განცხადებაში.