Bloomberg: კორონავირუსის ეპიდემიის გამო გლობალური ეკონომიკა 5 ტრილიონ დოლარს დაკარგავს

გლობალური ეკონომიკის მთლიანი ზიანი ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, ორ წელიწადში 5 ტრილიონ დოლარზე მეტი იქნება, - წერს Bloomberg-ი.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ "მსოფლიო ღრმა რეცესიაში შედის, რადგან ხელისუფლებებმა ვირუსის გამო კერძო ბიზნესს უბრძანეს, შეწყვიტონ მუშაობა და ხალხი დარჩეს სახლში." თუმცა, პროგნოზის მიხედვით, ვარდნა შეჩერდება, ქვეყნების ეკონომიკებს დანაკარგების ანაზღაურებისთვის საკმაოდ დრო დასჭირდებათ , - აღნიშნულია სტატიაში.

სტატიაში მოყვანილია საბანკო კომპანია Citigroup- ის მთავარი ეკონომისტის, ეკატერინე მანის მოსაზრება. მისი თქმით, გლობალური ეკონომიკისთვის ზარალი 5 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს.

ბანკის JPMorgan Chase- ის ექსპერტები დანაკარგს 5,5 ტრილიონ დოლარად აფასებენ. ისინი აღნიშნავენ, რომ განვითარებულ ქვეყნებში იქნება ეკონომიკური რეცესია, რომელიც შედარებულია 2008-2009 და 1974-1975 წლებთან.

ამერიკული ბანკის Morgan Stanley-ს ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ განვითარებულ ქვეყნებში მშპ-ს მაჩვენებლები კრიზისის დონეზე დაბრუნდება მხოლოდ 2021 წლის მესამე კვარტალში.