კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ ფონდში 100-მილიონიანი შემოწირულობა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა Stopcov ფონდისთვის გამოყოფილი თანხა ფონდ „ქართუში“გადარიცხა, „ქართუმ“ კი თავის მხრივ - Stopcov ფონდში.
ფონდში Stopcov 100 მილიონი ლარი გუშინ გადაირიცხა.
ამ დროისთვის ფონდში მობილიზებული თანხის რაოდენობა 124 543 899 ლარს შეადგენს.