„კოლორ ჯგუფი“ მომხმარებლამდე პროდუქტის უსაფრთხოდ მიტანის მიზნით კომპანიებს დალუქულ შეფუთვებს სთავაზობს

„კოლორ ჯგუფი“ ქართულ კომპანიებს, რომლებიც ბაზარზე ონლაინ გაყიდვებს აწარმოებენ, პროდუქციის მომხმარებლამდე მეტად უსაფრთხოდ მიტანის მიზნით ახალი ტიპის, დასალუქ შეფუთვებს სთავაზობს. პროდუქციის დაცული სახით ტრანსპორტირება და, შესაბამისად, მსგავსი ტიპის შეფუთვების არსებობა მსოფლიოში COVID19-ის გააქტიურებიდან გამომდინარე ყოველდღიურად უფრო და უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.

შეფუთვისას პროდუქტი თავსდება სპეციალურ პარკში და იკვრება წებოვანა ქაღალდით, რომლის მოხსნის შემდეგ წებოვანა, ე.წ. სტიკერი ტოვებს კვალს. აქედან გამომდინარე, შეკვეთის მიმღები პირი რწმუნდება, რომ შეფუთვა გაუხსნელია და ადრესატამდე მისი მიტანა უსაფრთხოდ განხორციელდა. მსგავსად მიღებული პროდუქტი მომხმარებელში დაცულობის შეგრძნებას იწვევს და ზრდის კომპანიისადმი მის ლოიალობას.

დალუქვის ეს მეთოდი მთელს მსოფლიოში აქტიურად გამოიყენება ისეთ პროდუქტებზე, რომელსაც ხანგრძლივი ტრანსპორტირება უწევს, მსგავსად იფუთება პროდუქტი უბაჟო ვაჭრობის ზონებშიც (duty-free).

სახელმწიფო რეგულაციების მიხედვით, ამ ეტაპზე ონლაინ გაყიდვები მხოლოდ საკვები პროდუქტების, სამედიცინო საშუალებების, კომპიუტერული ტექნიკის, მობილური ტელეფონებისა და სხვა საშუალებებზეა დასაშვები, რისი დალუქვაც მსგავსი შესაფუთი საშუალებით მარტივად და კომფორტულად ხდება. მთავრობის დადგენილების შეცვლის შემთხვევაში, მსგავსი ტიპის შეფუთვებით სარგებლობა სხვა სახის პროდუქტებისათვისაც მარტივადაა შესაძლებელი, მაგ: წიგნები, ტანსაცმელი, აქსესუარები თუ სხვა.

"კოლორ ჯგუფი“ წამყვანი მაღალტექნოლოგიური საწარმოა, რომლის ერთ-ერთ წამყვან მიმართულებას სწორედ ბიზნეს სექტორისთვის პროდუქციის ბრენდირებული შეფუთვებისა და ეტიკეტების წარმოება წარმოადგენს, რასაც 23-წლიანი გამოცდილება, მუდმივი განვითარება და მძლავრი ტექნოლოგიური ბაზა უზრუნველყოფს.

შეფუთვების შესაკვეთად ან დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებული პირი უნდა დაუკავშირდეს „კოლორ ჯგუფს“:

· ტელ: 558 111 713, 599 463 060

· Email: info@cologroup.ge

· Facebook: https://www.facebook.com/colorgroup.ge/