კლინიკა „მედი“ მუშაობას ანახლებს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად კლინიკამ გაავრცელა.
მათ sms-შეტყობინება მოქალაქეებს დაუგზავნეს.
„მედის“ სათაო კლინიკა მოპოვებული სპეციალური ნებართვის თანახმად, რეკომენდაციების სრული დაცვით, მუშაობას განაახლებს,“-ნათქვამია შეტყობინებაში.
როგორც კლინიკაში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, ისინი მოქალაქეებს მხოლოდ სტომატოლოგიურ მომსახურებას გაუწევენ. თუმცა ეს შეეხება მხოლოდ გადაუდებელ სტომატოლოგიურ მომსახურებას და არა გეგმიურს.
„ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ყველაფერი, რაც უსაფრთხოების დაცვისთვის არის საჭირო. გვაქვს კომპიუტერული ტომოგრაფია, მიკროსკოპები, ამიტომ კვლევა ისე ტარდება პაციენტთან, შეხება საერთოდ არ ხდება. გარდა ამისა, გვაქვს დეზობარიერი, კლინიკაში მოსულ პაციენტს ხვდება ჩვენი თანამშრომელი, რომელიც სრულად არის აღჭურვილი სპეციალური ფორმით, ბახილებით, ნიღბით, ხალათით, ხელთათმანით და ა.შ. ასევე პაციენტსაც აცმევს ფორმას, დეზინფექციას უტარებს მის ტანსაცმელს, უზომავს ტემპერატურას, ასევე კლინიკასი მოსულ პაციენტს უტარდება პირველადი შემოწმება - ხველა, სურდო ხომ არ აქვს და ამის შემდეგ ხვდება განყოფილებაში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ პაციენტები ერთმანეთს არ ემთხვევიან და ნახევარი საათის შუალედით ხდება მათი მიღება,“- განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ კლინიკა „მედის“ მთავარმა ექიმმა ნათია შოშიტაშვილმა.