საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 218-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4722 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 408 პირი.
ინფორმაციისთვის, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 218 ადამიანიდან 50 გამოჯანმრთელებულია. გარდაცვლილია 3 ადამიანი.