დღეს ორი ჩარტერული რეისით საქართველოში 230-მდე მოქალაქე ბრუნდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ განუცხადა, ავიაკომპანია 2 სპეცრეისს ასრულებს და მოქალაქეების ჩამოყვანა ლარნაკადან და დოჰადან მოხდება.
„ლარნაკადან მოგვყავს 127 მოქალაქე, ხოლო დოჰადან 100“, - აცხადებს ავიაკომპანიის დირექტორი.
ცნობისთვის, ჩარტერული რეისებით საქართველოში უკვე დაბრუნდა 5000-მდე მოქალაქე.
ამასთან, დაგეგმილია შემდეგი სპეცრეისები: 12 აპრილი - ბერლინი-თბილისი, 14 აპრილი - ამსტერდამი-თბილისი, 16 აპრილი - პარიზი-თბილისი,18 აპრილი - თელავივი-თბილისი, 21 აპრილი - რომი-თბილისი, 24 აპრილი - ბარსელონა-თბილისი, 27 აპრილი - ვარშავა-თბილისი.
აღნიშნულ რეისებს განახორციელებს კომპანია Georgian Airways. ავიარეისებზე ბილეთები გაიყიდება რეისის თარიღამდე 2 დღით ადრე, კომპანიის ვებ-გვერდზე, ბილეთის ფასი განსაზღვრულია 199 ევრო.
მგზავრობა განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.