ევროკავშირი კორონავირუსის ეკონომიკური შედეგების დასაძლევად 500 მილიარდიან პაკეტზე შეთანხმდა

ევროკავშირის წევრი ქვეყნები კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური შედეგების დასაძლევად 500-მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ.

„ბიბისის“ ინფორმაციით, გუშინ ევროკავშირის ქვეყნების ფინანსთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მხარეებმა აღნიშნულ შეთანხხმებას მიაღწიეს.

აღსანიშნავია, რომ დახმარების პაკეტი იმაზე გაცილებით მცირე მოცულობისაა, რისი რეკომენდაციაც ევროკავშირის ქვეყნებს „ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მისცა“, რომელიც მიიჩნევს, რომ ბლოკს კრიზისის დასაძლევად 1,5 მილიარდი ევრო დასჭირდება.

საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მერმა მიღწეული შეთანხმება ევროკავშირის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ გეგმად შეაფასა.