საქართველოს „დაუყონებლივ გადასახდელი“ ვალის მოცულობა 1,062 მლრდ დოლარს შეადგენს, საიდანაც 33,5 მლნ დოლარი სამთავრობო სექტორზე მოდის.
საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალის გადახდის განახლებული გრაფიკის მიხედვით, „დაუყონებლივ გადასახდელი“ ვალის მოცულობა 1,062 მლრდ დოლარს შეადგენს. აქედან ყველაზე დიდი წილი კომერციულ ბანკებზე მოდის, საფინანსო სექტორს „დაუყონებლივ“ 597,8 მლნ დოლარის გასტუმრება მოუწევს, 174,4 მლნ დოლარი მოდის სხვა სექტორებზე, პირდაპირ ინვესტიციებზე: კომპანიათაშორისი სესხებზე - 256,1 მლნ დოლარი, სამთავრობო სექტორზე კი მხოლოდ 33,5 მლნ დოლარი.
აღსანიშნავია, რომ 1,062 მლრდ დოლარიდან ძირითადი თანხა არის 891.3 მლნ დოლარი, 170,9 მლნ დოლარი კი პროცენტი.
ცნობისათვის, „დაუყონებლივ გადასახდელი“ ვალი მოიცავს ვადაგადაცილებულ დავალიანებასა და სხვადასხვა სახის დეპოზიტებს. ამაში შედის თურქმენეთის ვალი და მიმდინარეობას მოლაპარაკება ამ ვალის პროდუქციის მიწოდებით დაფარვის შესახებ. ამასთან, როგორც ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზეა განმარტებული, პირდაპირი ინვესტორების მიერ საკუთარ კომპანიებზე გაცემული სესხები, წინასწარ დაგეგმილი ვადის გასვლის მერე აღირიცხება გრაფაში „დაუყოვნებლივ გადასახდელი“. შემდგომში ეს სესხები, ხშირ შემთხვევაში, ტრანსფორმირდება სააქციო კაპიტალად.