ეკატერინე ტიკარაძე - საქართველოში შეკერილი პირბადე დაცვის კუთხით არსებულ მოთხოვნებს სრულიად აკმაყოფილებს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში შეკერილი პირბადე სრულიად აკმაყოფილებს დაცვის კუთხით არსებულ მოთხოვნებს.

მისივე ინფორმაციით, პირბადეების დამზადების პროცესში რეკომენდაციების მიცემის კუთხით ჩართული იყო დაავადებათა კონტროლის ცენტრიც.

„პირბადეებთან დაკავშირებით იყო არაერთი მითქმა-მოთქმა. ჩვენთვის ცნობილია, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრიც აქტიურად იყო ჩართული რეკომენდაციების მიცემის კუთხით. ჩვენ ასევე გავიარეთ შემდეგ გარკვეული კონსულტაციები ამ პირბადეებთან დაკავშირებით და იმ დაცვის კომპონენტს, რომელიც უნდა უზრუნველყოს ამ სახის პირბადემ, ის სრულად აკმაყოფილებს,“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.