ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის, ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, საწვავზე ფასების შემცირება გაგრძელდება.
როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ფასები ბოლო პერიოდში 30-35 თეთრით არის შემცირებული.
„ფასები ბოლო პერიოდში შემცირებულია 30-35 თეთრით და ფასების შემცირება აუცილებლად გაგრძელდება. ეს განპირობებულია საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასებით და ბოლო პერიოდში ლარის შედარებით გამყარებით, დოლართან მიმართებაში. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საწვავის მოხმარება და გაყიდვა კოვიდ 19-ის გამო ქვეყანაში საშუალოდ 40%-ით არის შემცირებული“, - განუცხადა ვანო მთვრალაშვილმა „ინტერპრესნიუსს“.