მარტში კანადამ 1 მილიონი სამუშაო ადგილი დაკარგა, ხოლო ოფიციალური მაჩვენებლების მიხედვით უმუშევრობა 7,8%-მდე გაიზარდა, ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ასეთი უარყოფითი მაჩვენებელი დაკავშირებულია კორონავირუსის ეპიდემიის გამო საწარმოების დახურვასთან.
კანადის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი სრულად არ ასახავს რეალობას, რამდენადაც გამოკითხვა იმ პერიოდში ჩატარდა, როდესაც ეპიდემიას ეკონომიკურ მდგომარეობაზე მკვეთრი ნეგატიური გავლენა ჯერ არ ჰქონდა.
მთავრობის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ხელისუფლებას უმუშევრობის შემწეობის მისაღებად უკვე 5 მილიონმა ადამიანმა მიმართა. რაც იმაზე მიუთითებს, რომ რეალური უმუშევრობის დონე ქვეყანაში უკვე 25%-ს უახლოვდება.