ესპანეთში არ გამორიცხავენ, რომ უცხოელი ტურისტებისთვის ზაფხულის სეზონი მთლიანად დაიხუროს.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, ამით ხელისუფლება შეეცდება კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღის თავიდან აცილებას.
თუ ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, ეს სერიოზული დარტყმა იქნება ესპანეთის ეკონომიკისთვის. პანდემიის ეფექტების შესამცირებლად, პრემიერ მინისტრმა პედრო სანჩესმა მოიწვია ყველა პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, რომ ერთობლივად მიიღონ ღრმა სოციალური და ეკონომიკური ტრანსფორმაციის პროგრამა.
ცნობისათვის, ყოველწლიურად ესპანეთის ეკონომიკა ტურიზმიდან 150 მილიარდ ევროს იღებს, რაც ქვეყნის მშპ-ს 12%-ზე მეტია. ტურიზმის სექტორზე კი დასაქმებულთა 13% მოდის.