Tesla-მ მარტში ჩინეთში რეკორდული რაოდენობით ელექტრომობილი გაყიდა

2020 წლის მარტში Tesla-მ ჩინეთში რეკორდული რაოდენობით ელექტრომობილი გაყიდა. საუბარია 10 160 ერთეულ მანქანაზე, - ამის შესახებ აღნიშნულია ჩინეთის მსუბუქი ავტომობილების ასოციაციის ანგარიშში. ამავე ანგარიშის მიხედვით, Tesla-მ იანვარში 2 620 ავტომობილი გაყიდა, თებერვალში კი 3 900 ერთეული.

Tesla შანხაიში მდებარე ქარხანაში, რომლის აშენებაც კომპანიას 2 მლრდ დოლარი დაუჯდა, 150 000 ერთეული სედანის Model 3-ის წარმოებას გეგმავს.

ზოგადად ჩინეთის ბაზარზე კი მარტში ავტომობილების მთლიანი გაყიდვები წლიურად 40.8% -ით შემცირდა.