"სუფთა სახლის" მაღაზიები დროებით მუშაობას წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.
„ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ სამწუხაროდ დროებით ვერ განაგრძობს ფუნქციონირებას. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს.
დიდი სურვილი გვქონდა გაგვეგრძელებინა თქვენი მომსახურება, რათა შეუზღუდავად მოგვეწოდებინა პირველადი მოხმარების პროდუქცია, რომელიც ამ პერიოდისათვის კრიტიკულად საჭირო და მნიშვნელოვანია.
„სუფთა სახლი“ მთელი ამ დროის განმვალობაში ზედმიწევნით იცავდა, როგორც სახელმწიფოს მოთხოვნებს, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაწეულ რეკომენდაციებს და ყველა შესაბამის პირობას უქმნიდა თავის თანამშრომლებს.
ასევე მადლობას ვუხდით „სუფთა სახლის“ თითოეულ თანამშრომელს, რომელიც მიუხედავად არსებული მაღალი რისკებისა, მზად იყო ბოლომდე დარჩენილიყო მომხმარებლის სამსახურში. იმ პერიოდში როცა მათ ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ. ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე გვექნება შესაძლებლობა დავბრუნდეთ თქვენს სამსახურში,“-აღნიშნულია განცხადებაში.