Apple და Google კორონავირუსთან ბრძოლისთვის ერთობლივ ტექნოლოგიას შექმნიან

ორი ამერიკული გიგანტური კორპორაცია Apple Inc და Google კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში ახალ ტექნოლოგიაზე მუშაობას ერთობლივად იწყებენ. კერძოდ, „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, კომპანიები საკუთარი სმარტფონის პლატფორმებზე განახორციელებენ ტექნოლოგიას, რომელიც ადამიანს შეატყობინებს კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიას პოტენციურად შეეძლება მსოფლიო მოსახლეობის მესამედზე განახორციელოს მონიტორინგი.

ტექნოლოგია, რომელიც ცნობილია, როგორც კონტაქტის მკვლევარი, ისე იქნება აწყობილი, რომ შეძლებს მომხმარებელს აუწყოს თვითიზოლაციის ან კარანტინის აუცილებლობის შესახებ, მას შემდეგ რაც ის კონტაქტში შევა ინფიცირებულთან.

ცნობისთვის, ამ დროისთვის მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის 1 699 976 შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსს სულ 102 742 ადამიანი ემსხვერპლა.