სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოში შერჩეული ხილისა და ბოსტნეულის იმპორტის 2019 წლის მონაცემებს აქვეყნებს.
კერძოდ, ჩამონათვალში მოხვდა ბანანი, ციტრუსები, ვაშლი, პომიდორი და კიტრი.
საქსტატის ცნობით, ქვეყანაში გასულ წელს ჯამში, 21 381 800 აშშ დოლარის ბანანი; 12 613 800 დოლარის - ციტრუსები; 1 876 900 დოლარის - ვაშლი, 5 532 300 აშშ დოლარის პომიდორი და 3 224 100 დოლარის კიტრი შემოვიდა.
მათ შორის, ბანანის იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერობს ეკვადორი, საიდანაც, 19 113 700 აშშ დოლარის ბანანი შემოვიდა; მას მოსდევს - თურქეთი- 1 224 300 დოლარით; მე-3 ადგილზეა - კოსტა-რიკა - 573 800 აშშ დოლარით; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი არაბთა გაერთიანებული საამიროები და ჩინეთი იკავებენ, საიდანაც, შესაბამისად, 117 200 და 96 300 დოლარის ბანანის იმპორტი განხორციელდა.