მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ გაფართოვდა იმ ეკონომიკური საქმიანობის ჩამონათვალი, რომელსაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, შესაბამისი პირობებით, არ ეზღუდება ფუნქციონირება.
კერძოდ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩამონათვალს დაემატა - საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები. ჯამში, მთავრობის გადაწყვეტილებით, დაშვებულია შემდეგი 35 ეკონომიკური საქმიანობა:
- სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, გადამუშავება, სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება, ასევე მიწოდება/რეალიზაცია,
- შენობების და ნაგებობების მშენებლობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის);
- სამოქალაქო მშენებლობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის);
- სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოები (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის);
- საშენი მასალის წარმოება/საბითუმო ვაჭრობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის);
- თამბაქოს ნაწარმის წარმოება და ვაჭრობა (გარდა სპეციალიზებული სავაჭრო ჯიხურებისა);
- სასტუმროები და განთავსების სხვა საშუალებებით უზრუნველყოფის საქმიანობები (მხოლოდ საკარანტინო მიზნებისთვის);
- სატრანსპორტო (საავტომობილო, სარკინიგზო, საჰაერო, საზღვაო) სატვირთო გადაზიდვები და სხვა მასთან დაკავშირებული მომსახურებები;
- სადეზინფექციო, ჰიგიენური და ქიმიური საშუალებების წარმოება და საბითუმო რეალიზაცია;
- პირბადეების, პირადი დაცვის საშუალებების, სპეცტანსაცმლის, სპეციალური დაცვითი საშუალებების და ეკიპირების წარმოება/მიწოდება;
- ტექსტილის რეცხვა და ქიმწმენდა;
- სატელევიზიო პროგრამების წარმოება და ტელემაუწყებლობის საქმიანობები;
- საფოსტო და საკურიერო მომსახურება;
- საგამომცემლო საქმიანობა (პრესის ბეჭდვა);
- ტელერადიომაუწყებლობა, ელექტრონული კომუნიკაციები;
- IT და სერვერული ინფრასტურქტურის და უსაფრთხოების სისტემების მხარდაჭერა (დისტანციურად);
- საინფორმაციო სამსახურების საქმიანობა (მათ შორის ბიზნეს პროცესების ოუთსორსინგი) (დისტანციურად);
- სადაზღვევო და სალიზინგო საქმიანობა (დისტანციურად);
- ტექნიკური გამოცდები და ანალიზები; აკრედიტებული საგამოცდო და საკალიბრებელი ლაბორატორიები, პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანოები და ინსპექტირების ორგანოები;
- სარეკლამო სააგენტოების საქმიანობა (დისტანციურად);
- სააღრიცხვო, საბუღალტრო და სააუდიტო საქმიანობები;
- საგადასახადო კონსულტირება (დისტანციურად);
- საკონსულტაციო საქმიანობები ბიზნესის და მართვის სხვა საკითხებში (დისტანციურად);
- არქიტექტურული საქმიანობები (დისტანციურად);
- იურიდიული მომსახურება (დისტანციურად);
- შენობების საერთო დასუფთავება და დეზინფექცია;
- დაკრძალვა და მასთან დაკავშირებული საქმიანობები;
- სახანძრო და უსაფრთხოების სისტემის ტექნიკური მომსახურება;
- 24-საათიანი სპეციალიზებული დაწესებულებები (ბავშვთა სააღმზრდელო, დედათა და ბავშვთა, შშმ, ხანდაზმულთა, ძალადობის მსხვერპლთა პანსიონატები/თავშესაფრები/დაწესებულებები);
- არბიტრაჟი და მედიაცია (დისტანციურად);
- ტერიტორიის მომსახურების საქმიანობები (გამწვანება, მორწყვა, მოვლა);
- ვაჭრობა კომპიუტერებით, კომპიუტერული პერიფერიული მოწყობილობებით და პროგრამული უზრუნველყოფით (დისტანციურად);
- ვაჭრობა ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობებით და ნაწილებით (დისტანციურად);
- მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების (მათ შორის ლიფტი, გაზსადენი და სხვა) შეკეთება/რემონტი;
- საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები.