„ნამდვილად ღვთის კაცი გვყავს, უნდა მივუჩოჩდეთ მუხლებთან და როგორც ჩვენი უწმინდესი მოგვიწოდებს, ისე მოვიქცეთ“

„ნამდვილად ღვთის კაცი გვყავს, უნდა მივუჩოჩდეთ მუხლებთან და როგორც ჩვენი უწმინდესი მოგვიწოდებს, ისე მოვიქცეთ“.ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ბიზნესმენმა და კომპანია "რედიქსის" დამფუძნებელმა ლაშა პაპაშვილმა განაცხადა.

„კრიზისი უკვე დაწყებულია. პრაქტიკულად თვენახევარია მსოფლიო შეეჯახა ამ დაუძლეველ ძალას. ეს მეტია, ვიდრე 2008 წლის კრიზისი. ზოგადი კოლაფსი, რაც მაშინ მოხდა, ეკონომიკაში ძალიან მცირე იყო. მე უფრო მეორე მსოფლიო ომის პერიოდს შევადარებდი, იმას რაც ახლა ხდება, მაგრამ კიდევ უფრო უარესია.

რაც შეეხება კრიზისის დაძლევას, ხელისუფლებასთან კომუნიკაცია ბევრი გვაქვს და ახლა უფრო სულიერი მხნეობისკენ მოვუწოდებ. ჩემი ერთ-ერთი მოწოდება/თხოვნა იქნება, რომ ნამდვილად ღვთის კაცი გვყავს, უნდა მივუჩოჩდეთ მუხლებთან და როგორც ჩვენი უწმინდესი მოგვიწოდებს/დაგვარიგებს, მოვუსმინოთ და ისე მოვიქცეთ,“-აღნიშნა პაპაშვილმა.

თაია არდოტელი