კოროვირუსული პანდემიის ფონზე, მსოფლიო ეკონომიკა მილიარდობით დოლარს კარგავს. რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ბიზნესი. გაუარესდა თითქმის ყველა ქვეყანაში მცხოვრები ადამიანის ფინანსური მდგომარეობა. არსებული ვითარების საპასუხოდ, ზოგიერთი ქვეყნის მთავრობამ გადაწყვიტა, შეარბილოს ეკონომიკური დარტყმა და დაეხმაროს კომპანიებს და საზოგადოებას გადარჩეს ამ რთულ დროს. გთავაზობთ ქვეყნებს, სადაც მოსახლეობის ფინანსური დახმარება გადაწყვიტეს.
ესპანეთი
ქვეყნის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი მუშაობენ ზომებზე, რაც საშუალებას მისცემს მთავრობას, რომ მოსახლეობაზე ფულის გასცეს. პირველ რიგში, ასეთი ზომების გატარება განიხილება დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის. კონკრეტულად რა რაოდენობით თანხას მიიღებენ ადამიანები, ჯერჯერობით უცნობია. ხელისუფლებაში აცხადებს, რომ ცდილობენ ამგვარი ღონისძიებების განხორციელება რაც შეიძლება მალე დაიწყონ.
დანია
დანიის ხელისუფლება კომპანიებში დასაქმებულ ადამიანებს გადაუხდის ხელფასის 75%-ს. ეს აქცია 13 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. გარდა ამისა, ამავე პერიოდში ხელისუფლება კომპანიებს მისცემს 3 288 დოლარს, თუ ისინი თანამშრომლებს სამსახურიდან არ გაათავიუფლებენ.
ამასთან, დანიის ხელისუფლება 3 თვის განმავლობაში მოსახლეობას დაუფარავს საავადმყოფოს ხარჯებს და ბინის ქირას. დანიის მთავრობაში ამბობენ, რომ აღნიშნული ღონისძიებების გასატარებლად შეუძლიათ მშპ-ს 13% დახარჯონ.
ნიდერლანდები
კომპანიებს, რომლებმაც დაკარგეს შემოსავლის მინიმუმ 20%, შეუძლიათ ფინანსური დახმარებისთვის მთავრობას მიმართონ. მთავრობამ უნდა დაფაროს სახელფასო ხარჯები მომდევნო სამი თვის განმავლობაში. კომპანიებს შეუძლიათ ხელისუფლებას დახმარება მხოლოდ იმ შემთხვევაში სთხოვონ, თუ ისინი არ გაათავისუფლებენ თანამშრომლებს.
დიდი ბრიტანეთი
დიდი ბრიტანეთის მთავრობა დასაქმებულებს ხელფასის 80%-ს გადაუხდის, რაც თვეში საშუალოდ ერთ ადამიანზე 3 000 დოლარს შეადგენს. შესაბამისად, კომპანიებს მიეცემათ საშუალება, რომ ის ადამიანები, რომლებიც ეპიდმიისგან გამოწვეული კრიზისის გამო სამსახურიდან გაუშვეს, უკან დააბრუნონ. ამასთან, მთავრობა გრანტებს მისცემს მცირე ბიზნესსაც.
საფრანგეთი
საფრანგეთი მზადაა, რომ თითოეულ თვითდასაქმებულს თვეში 1,600 დოლარამდე თანხა გადაუხადოს. დაახლოებით, საფრანგეთის 600 ათას მოქალაქეს შეუძლია ეს თანხა მიიღოს, ანუ მათ, ვინც დაზარალდნენ ეპიდემიის გამო. გარდა ამისა, ოფიციალური პარიზის გეგმაშია, მისცეს ბიზნესს 50 მლრდ ევრო, რათა მათ დასაქმებულები არ გაათავისუფლონ.
გერმანია
გერმანია ფინანსურ დახმარებას სთავაზობს მცირე ბიზნესს, შტატგარეშე თანამშრომლებს და თვითდასაქმებულებს, ასევე 150 ათას დასაქმებულს ბერლინში. ისინი ფინანსურ დახმარებას რამდენიმე დღეში მიღებენ.
იტალია
იტალია მზად არის თვითდასაქმებულებს 650 დოლარი გადაუხადოს. ამისათვის, ადამიანებმა უნდა შეავსონ სპეციალური კითხვარი.
აშშ
შეერთებული შტატებში თითოეული ამერიკელი 1,200 აშშ დოლარს მიიღებს. ეს თანხა მათ აპრილის შუა რიცხვებში ანგარიშებზე ჩაერიცხებათ.
ბელგია
მოსახლეობის დახმარების პროგრამა აქვს ბელგიასაც. მაგალითად, ბრიუსელში დასაქმებულები მარტის და აპრილის სრულ ხელფასს მიიღებენ. დახმარებას მიიღებენ ბელგიის სხვა რეგიონებში დასაქმებულებიც.
სამხრეთ კორეა
სამხრეთ კორეა დაფარავს კომპანიის თანამშრომელთა ხელფასებს 70%-ით და მეტს. დახმარებას მიიღებენ დამსაქმებელიც, თვითდასაქმებულიც და ნახევარ განაკვეთზე მომუშავე ადამიანებიც.
ირლანდია
ირლანდიამ მიიღო გადაწყვეტილება დაეხმაროს ფინანსურად თვითდასაქმებულებს და ასევე მათ, ვინც სამსახური დაკარგა. ეს თანხა არის კვირაში საშუალოდ 220 დოლარი. დახმარების თხოვნით მთავრობას უკვე 58 ათასზე მეტმა ადამიანმა მიმართა.
ავსტრალიაში
ავსტრალიაში, 6 მილიონზე მეტი ადამიანი, რომელსაც დაბალი შემოსავალი აქვს, მიიღებს 750 დოლარს.