ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება.

ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვაში და წყავრუკაში შემოდის სპეციალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება.