დღეიდან ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებიდან რამდენიმე სახეობის პროდუქტის ექსპორტი აიკრძალა.
აკრძალვა ეხება მესამე ქვეყნებში პროდუქციის გატანას, შიდა ექსპორტ/იმპორტი კი ჩვეულ რეჟიმი განხორციელდება.
შეზღუდვები წესდება შემდეგ პროდუქტებზე:
- ხახვი
- ნიორი
- ჭვავი
- ბურღული
- ფქვილი უხეშად დაფქული და მარცვლეულის გრანულები
- წიწიბურა
- ბრინჯი
- მზა საკვები პროდუქტები წიწიბურისგან
- სოიო
- მზესუმზირის მარცვლები
აკრძალვები ძალაში დღეიდან შევიდა და 2020 წლის 30 ივნისამდე იმოქმედებს.
ცნობისათვის, ევრაზიის კავშირში შედიან - რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი.