ბერლინიდან თბილისში საქართველოს 164 მოქალაქის, მათ შორის ერთი მძიმე პაციენტის ჩამოყვანა მოხდა

ბერლინიდან თბილისში საქართველოს 164 მოქალაქის, მათ შორის ერთი მძიმე პაციენტის ჩამოყვანა მოხდა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზაკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ პაციენტს ექიმების ჯგუფი ახლდა, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით თვითმფრინავს ბერლინში თბილისიდან გაჰყვა.

„მინდა ასევე, საზოგადოებას ვაუწყო, რომ გუშინ განხორციელდა ფრენა თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულებით და საქართველოს 164 მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში, როგორც ცნობილია, ყველა გეგმური ფრენის დროს აღნიშნული რეისებით სარგებლობენ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები და გუშინდელ რეისზე ასევე იმგზავრა, საქართველოს მოქალაქემ, მძიმე პაციენტმა, რომელიც საელჩოს მიერ სპეციალურად დაქირავებული რეანომობილით გადმოიყვანეს ჰამბურგიდან ბერლინში, ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით თვითმფრინავს თბილისიდან გაჰყვა ექიმების ჯგუფი, რათა პაციენტის მომსახურება უზრუნველყოფილი ყოფილიყო უშუალოდ ხომალდის ბორტზე, ბერლინიდან თბილისში მგზავრობისას და მინდა, ამ ექიმებს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, ვინც ახლდნენ ამ რეისს“,- განაცხადა ზალკალიანმა.