მსოფლიოში უმსხვილესმა ნავთობკომპანია Saudi Aramco-მ მაისის საექსპორტო ნავთობის ფასები უკვე დაადგინა.
აზიისთვის ფასი შეამცირა, ამერიკისთვის კი გაზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი კომპანიის დოკუმენტაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, მაისის ფასები აზიაში მცირდება 2,95-5,5 დოლარით ბარელზე, აშშ-ს ბაზარზე ფასები კი იზარდება 2,50- 4,2 დოლარით. რაც შეეხება ევროპას, აქ ფასები უცვლელი რჩება.