ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, თუ რატომ შეამცირა ჯანდაცვის სამინისტრომ პირბადეების შეკვეთა 500 000 ცალიდან 100 000-მდე. როგორ უწყებათშორისი საოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, პირბადეების შეკვეთა მაშინ განხორციელდა, როცა ალტერნატიული მომწოდებლები არ იყვნენ.
„შეკვეთა განხორციელდა მარტის თვეში, როცა ალტერნარიული მომწოდებლები არ გვყავდა, თუმცა, მუდმივად ვახორციელებთ, როგორც მომწოდებლების ნუსხის, ასევე შეკვეთების გაფართოებას. მას შემდეგ, რაც სამედიცინო პერსონალისთვის აუცილებლად საჭირო პირბადეების მომწოდებელი შევარჩიეთ, დავაკორექტირეთ ეს შესყიდვა. შესყიდვის დაკორექტირება 4 აპრილს მოხდა, ხოლო ეს ყოველივე „მაცნეზე“ 8 აპრილს აიტვირთა“, - განაცხადა ტიკარაძემ.