ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, პრეპარატ „პლაქვენილის“ 1 000-ზე მეტი კოლოფი უკვე შემოტანილია და დამატებით 3 000 კოლოფს ელოდებიან, რომელიც საცალო გაყიდვაში ჩაეშვება.
„ვინაიდან შემოტანილია უკვე 1000-ზე მეტი კოლოფი „პლაქვენილი“ რომელიც, საჭიროებისამებრ დარიგდა შესაბამის დაწესებულებებში, ველოდებით დამატებით 3 000 კოლოფს, რომელიც უკვე საცალო გაყიდვებშიც ჩაეშვება,“ - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
ცნობისთვის, კორონავირუსის სამკურნალოდ, საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტ „პლაქვენილს“ იყენებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება ახალი კორონავირუსის მართვის სახელმწიფო პროტოკოლის მიხედვითაა გათვალისწინებული.