ფოლადის მწარმოებელი კომპანია „ჯეოსთილი“ ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტიციაა საქართველოში. „ჯეოსთილი“ განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელმაც 2007 წელს ააშენა სრულად ავტომატიზირებული ფოლადის ქარხანა საქართველოში.
„კომპანია „ჯეოსთილმა“ ახლა, როცა ყველაზე მეტადაა საჭირო მხარდაჭერა და თანადგომა, გაიღო 150,000 ლარი ფონდისთვის #StopCov. ფინანსურ დამხარებასთან ერთად, „ჯეოსთილმა“ ასევე, უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ამ კრიტიკულ მდგომარეობაში ყველაზე აუცილებელი - 100 ერთეული ჟანგბადის დიდი ცილინდრი ყველა იმ საავადმყოფოს, სადაც ჟანგბადის ცილინდრები განსაკუთრებით საჭიროა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლის გადასარჩენად. ჟანგბადის ცილინდრების ღირებულება დაახლოებით 75,000 ლარს შეადგენს“, - აცხადებენ კომპანიაში.
კომპანია „ჯეოსთილი“ ასევე მჭიდრო კავშირშია ქ. რუსთავის ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რათა განისაზღვროს კომპანიის მხრიდან ამ გარემოებაში ჩართვის საჭიროება.
„შპს ჯეოსთილი“ აგრძელებს საკუთარი წვლილის შეტანას სხვადასხვა საჭიროების მქონე ორგანიზაციების დასახმარებლად ქ. რუსთავსა და საქართველოში საქველმოქმედო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის სახით.
ვებ გვერდი: http://geosteel.com.ge/
Facebook : https://www.facebook.com/GeosteelLLC/
linkedin: https://www.linkedin.com/company/925325/admin/
(R)