ამერიკის შერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ქართველ ხალხს მოუწოდებს, გაითვალისწინონ რეკომენდაციები, დარჩნენ შინ და დაიცვან სოციალური დისტანცია და კომენდანტის საათი. ამის შესახებ კელი დეგნანმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა, რომელსაც აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
„ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება ვირუსის გავრცელების კონტროლი. საუკეთესო და ერთადერთი გზა, რომ საქართველოს მოქალაქეები რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდნენ ჩვეულ საქმიანობას, მთავრობის მითითების გათვალისწინებაა: შინ დარჩენა, სოციალური დისტანციისა და კომენდანტის საათის დაცვა. ახლა ყველაფერი თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული. თუ პასუხისმგებლობით ვიმოქმედებთ და ვიფიქრებთ სხვებზე, მალე გავუმკლავდებით. გთხოვთ იყავით ჯანმრთელად და უსაფრთხოდ. გისურვებთ ყველაფერ საუკეთესოს“, - განაცხადა დეგნანმა.