კორონავირუსის პანდემიის გამო როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში ონლაინ შოპინგზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. მთავარი პროდუქტების ჩამონათვალი კი, რისი შეძენაც ადამიანებს ონლაინ სურთ, თითქმის ყველგან ანალოგიურია.
უფრო კონკრეტულად, გერმანიაში, იტალიასა და ამერიკაში ჩატარებული კვლევების მიხედვით (კვლევა ვებ-პორტალ Sellics.com-ზე გამოქვეყნდა) ადამიანები საკვებისა და მედიკამენტების შემდეგ ონლაინ უფრო მეტად ყიდულობენ სამაგიდო თამაშებს, საბავშვო და სპორტულ ინვენტარს. მაგალითად, გერმანიაში სათამაშოებსა და საბავშვო ინვენტარზე 36% მოდის, სპორტულ ტანსაცმელზე - 35%. ონლაინ-შოპინგისას სათამაშოები Top-5 პროდუქტს შორის არის ამერიკელებშიც - 10%-მა სწორედ სამაგიდო თამაშები და სათამაშოები შეიძინა. რაც შეეხება იტალიას, აქ პირველ ადგილზე სპორტული ინვენტარია - 36%-ით. კორონავირუსის გამო ონლაინ შოპონგი მკვეთრად გაიზადა ნორვეგიაში. ოსლოში განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა წიგნების ონლაინ შეძენა. მოსახლეობა ცდილობს პანდემიის დროს სახლში დარჩეს და წიგნები იკითხოს.
რაც შეეხება საქართველოს, აქაც მოთხოვნა თითქმის ანალოგიურია. კერძოდ, ელექტრონული კომერციის პლატფორმებმა, ისეთმა, როგორიცაა hotsale.ge და order24.ge, ჩაატარეს ონლაინ გამოკითხვა - რისი შეძენა გსურთ ონლაინ? გამოკითხვაში 23 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
შედეგები კი ასე გამოიყურება:
თუმცა მიუხედავად ამისა, ადამიანების დიდ ნაწილს სასურველი პროდუქციის ონლაინ შეძენა არ შეუძლიათ, რამდენადაც მთავრობის დადგენილებით ჯერჯერობით არც წიგნების, არც სპორტული ინვენტარის და არც სათამაშოების ყიდვა დაშვებული არ არის. სამაგიეროდ, დასაშვებია დისტანციურად ვაჭრობა კომპიუტერებით, კომპიუტერული მოწყობილობებით და პროგრამული უზრუნველყოფით, ასევე, ვაჭრობა ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობებით და ნაწილებით დისტანციურად.