COVID 19-თან დაკავშირებული შეზღუდვების გამო სანავთობო ბიტუმის იმპორტი შემცირდა

COVID 19-თან დაკავშირებული შეზღუდვების გამო სანავთობო ბიტუმის იმპორტი შემცირდა - ამის შესახებ აღნიშნულია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.

2020 წლის მარტში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 6,5 ათასი ტონა, რაც 1,9 ათასი ტონით ანუ 41,3%-ით მეტია თებერვლის თვის მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო 1,4 ათასი ტონით ანუ 17,7%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

აქედან იმპორტის 80% (5,2 ათასი ტონა) განხორციელდა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, 15,4% (1,0 ათასი ტონა) - ერაყიდან, ხოლო 4,6% (0,3 ათასი ტონა) - ირანის ისლამური რესპუბლიკიდან.

მიმდინარე წლის იანვარ-მარტის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 14,3 ათასი ტონა, რაც 4,9 ათასი ტონით ანუ 25,5%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (19,2 ათასი ტონა) შედარებით.

აქედან იმპორტის 49,6% (7,1 ათასი ტონა) მოდის ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი - 42,0% (6 ათასი ტონა), ერაყი - 7% (1, 0 ათასი ტონა), გაერთიანებული ემირატები - 1,4% (0,2 ათასი ტონა).

სანავთობო ბიტუმის იმპორტის შემცირება პირდაპირ კავშირშია COVID 19-დან გამომდინარე შეზღუდვებთან. კერძოდ, ამის გამო ირანის ისლამური რესპუბლიკიდან ვეღარ ხდება ქვეყანაში პროდუქციის იმპორტის განხორციელება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საყოფაცხოვრებო სექტორში ელექტროენერგიის მოხმარება გაზრდილია - COVID-19-ის გავლენა საქართველოს ელექტროენერგიის მოხმარებაზე
4 ობიექტი/მეწარმე სუბიექტი, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში არ იზღუდებიან
გაზრდილი ფასები და იმპორტი - რა მოცულობის ნიორს, კოჭას და ლიმონს ყიდულობს საქართველო