ოქროს ფასი რეკორდულად გაიზარდა

მსოფლიოში ოქროს ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

სამშაბათს, 14 აპრილს, Comex-ის ბირჟაზე ივნისის ფიუჩერსები კიდევ გაიზარდა და ერთ უნციაზე 1,768.9 აშშ დოლარი შეადგინა. ეს ძვირფასი მეტალი ბოლოს ყველაზე ძვირი 2012 წლის შემოდგომაზე იყო.

ოქროზე ფასის ზრდა ძირითადად კორონავირუსის გამო მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებით არის გამოწვეული. ინვესტორები ტრადიციულად იყენებენ ოქროს, როგორც დამცავ აქტივს ფინანსურ ბაზრებზე მაღალი ცვალებადობის პერიოდებში.

მოთხოვნა ოქროზე ასევე მაღალია ინფლაციის შიშის გამო, რომელიც დაფიქსირდება მსოფლიოში უმსხვილესი ცენტრალური ბანკების მიერ მასშტაბური ფულადი პროგრამების მიღების შემდეგ.