„კორონავირუსი „ქობულეთი ტექსტილის" ერთ-ერთი თანამშრომლის ოჯახის წევრს დაუდასტურდა"

კორონავირუსი „ქობულეთი ტექსტილის" ერთ-ერთი თანამშრომლის ოჯახის წევრს დაუდასტირდა, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, პირს „ქობულეთის ტექსტილთან" შეხება არ ქონია.

„ტექსტილის“ თანამშრომელი არ არის დადასტურებული კოვიდ ინფექციაზე. ეპიდემიოლოგიური კვლევით აღმოჩნდა, რომ მისი ერთ-ერთი ოჯახის წევრია კორონავირუსით ინფიცირებული, რომელსაც არანაირი შეხება არ ქონია საწარმოსთან. მისი ყველა კონტაქტი, ასევე ამ ოჯახის წევრებიც არიან შესწავლილები. „ტექსტილის“ თანამშრომელი პირველივე დღეს გამოიკვლიეს და კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამ პასუხის მიუხედავად, ის კარანტინში რჩება და ვერ ექნებოდა შეხება თანანმშრომლებთან," - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.