"ჩვენი ამოცანა ახლა არა ვაჭრობისა და ბიზნესის წახალისება, არამედ მაქსიმალური შეზღუდვებით მოქალაქეების სახლებში შენარჩუნებაა"

ჩვენი ამოცანა ახლა ის კი არ არის, ვაჭრობა და ბიზნესი წავახალისოთ, ჩვენი ამოცანა ახლა არის, რომ მაქსიმალური შეზღუდვებით ჩვენი მოქალაქეები სახლებში შევინარჩუნოთ და ვირუსის გავრცელების სისწრაფე შევზღუდოთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ონლაინ შოპინგთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი გახარიამ აღნიშნა, ქვეყანამ, დაახლოებით, ორი კვირის განმავლობაში უნდა „გაიჭირვოს“, რათა კრიზისიდან გამოსვლის გეგმას სწრაფად შეუდგეს.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ხელისუფლებას შეზღუდვებიდან გამოსვლის კონკრეტული გეგმა უკვე შემუშავებული აქვს, სადაც ონლაინ გაყიდვებისა და „სუფთა სახლის“ საკითხი პირველ რიგში დგას.

„ათას რაღაცას ჭორაობენ. საერთოდ არ გვაინტერესებს ახლა ეს ჩვენ. ჩვენთვის ძირითადი ამოცანა არის, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის ინტერესიდან გამომდინარე, გარკვეული დროით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მოძრაობა მაქსიმალურად შევზღუდოთ. ჩვენ, ყველას ერთად - ონალინ შოპინგი იქნება, მშენებლობა, პარფიუმერიის მაღაზია თუ „სუფთა სახლი“ - უნდა გვესმოდეს, რომ მაქისმუმ, 2 კვირა უნდა გავიჭვირვოთ იმისთვის, რომ ამ კრიზისიდან გამოსვლის გეგმას რაც შეიძლება, სწარფად შევუდგეთ. პირდაპირ გეუბნებით, შეზღუდვებიდან გამოსვლის კონკრეტული გეგმა გვაქვს, სადაც ონალინ შოპინგი, ონლაინ მაღაზიები, ასევე „სუფთა სახლი“, პირველი დგანან, მაგრამ ერთიც და მეორეც, საკმაოდ დიდ მობილობას აგენირირებენ მსხვილ ქალაქებში, რაც ვირუსის გავრცელების რისკის შემცველია. წარმოგიდგენიათ, მაგალითად, ონალინ შოპონგის ნაწილში რამხელა ინფრასტრუქტურაა საჭირო, რომ ეს ყველაფერი ფუნქციონირებდეს? ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეპიდომიოლოგები პირდაპირ გვაფრთხილებენ, რომ იგივე ადამიანი შეიძლება ამ ვირუსის გამავრცელებელი გახდეს. რა არის ჩვენთვის ძირითადი ამოცანა? სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანია. იმის, რისი ყიდვაც ადამიანს შეუძლია სასურსათო სუპერმარკეტში და აფთიაქში, სხვაგან, სპეციალიზირებული სახით, არ გვაინტერესებს, იმიტომ რომ ჩვენი ამოცანა ახლა ის კი არ არის, ვაჭრობა და ბიზნესი წავახალისოთ, ჩვენი ამოცანა ახლა არის, რომ მაქსიმალური შეზღუდვებით ჩვენი მოქალაქეები სახლში შევინარჩუნოთ და ვირუსის გავრცელების სისწრაფე შევზღუდოთ. ეს არის ამოცანა და ამ ამოცანის მზიანი გახლავთ ის, რომ რაც უფრო მკაცრი და ეფექტური შეზღუდვები იქნება, უფრო სწრაფად გაიხსნება ოლაინ შოპიგიც, „სუფთა სახლიც“ და სხვა ყველაფერიც“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.