საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, არსებული კრიზისი შესაძლოა, 1-1,5 წელი გაგრძელდეს. მისივე თქმით, ეს არის ვირუსი, რომელსაც ჩვენ უნდა შევეგუოთ და რომელთან ერთადაც ცხოვრება და მუშაობა მოგვიწევს
„ჩვენ სრულად გვესმის და სრული პასუხისმგებლობით გვაქვს გააზრებული, რომ ეს არ არის ერთდღიანი, ერთთვიანი და ორთვიანი კრიზისი. ეს არის კრიზისი, რომელშიც ჩვენ მოგვიწევს ყოფნა მინიმუმ ერთი წელი, წელიწადნახევარი. ეს არის ვირუსი, რომელსაც ჩვენ უნდა შევეგუოთ, რომელთან ერთადაც ცხოვრება, მუშაობა, შრომა და კიდევ ბევრი რაღაცის კეთება მოგვიწევს და ეს არის ის გამოწვევა, რომელიც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს.
სოციალური დისტანცია მოგვიწევს დავიცვათ ძალიან დიდი ხანი კიდევ. ჩვენ შეიძლება ეკონომიკა გავხსნათ, კომპანიებს მივცეთ მუშაობის საშუალება, მაგრამ 65 წელს ზემოთ ადამიანები კარანტინში დარჩნენ კიდევ ბევრი თვის განმავლობში,“- განაცხადა გიორგი გახარიამ
მან ამასთანავე აღნიშნა, რომ პარლამენტისთის საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების მომენტისთვის, მთავრობას სოციალური დახმარების ნაწილში ჩამოყალიბებული პოზიცია ექნება.
„რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის ის პასუხისმგებლობა, რომ პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების ეტაპისთვის, მთავრობას უკვე ჩამოყალიბებული პოზიცია სოციალური დახმარების ნაწილში უნდა ჰქონდეს და რა თქმა უნდა, ეს გვექნება. გარდა ამისა, მე ასევე მინდა გაგახსენოთ, რომ სოციალური დახმარების ნაწილობრივი პაკეტი მთავრობამ უკვე წარადგინა და კომუნალური ხარჯების ნაწილში ჩვენ უკვე ვეხმარებით. სოციალურად ძალიან დიდი მოცულობის კომპონენტია ეს, რომელიც ჩვენ წინასწარ, სპეციალურად გავაკეთეთ გააზრებულად იმისთვის, რომ გვესმოდა, მიზნობრივი, წერტილობრივი დახმარებისთვის გარკვეული დრო დაგვჭირდებოდა.
გარკვეული მონახაზები და წარმოდგენები ამ სოციალური დახმარების მიზნობრიობის რაოდენობაზე, დინამიკაზე, პერიოდულობაზე გვაქვს და რა თქმა უნდა, ამას სხვა მდგენელებიც სჭირდება და სჭირდება დაფიქსირება სამსახური ვინ დაკარგა, ვინ იყო თვითდასაქმებული და კიდევ ბევრი რაღაც სჭირდება. ან თვითდასაქმებულებს, რომლების იდენტიფიცირებაც პრობლემა იქნება, როგორ ვეხმარებით. გარდა ამისა, ისიც უნდა გვესმოსდეს, რომ სოციალურად დაუცველების ნაწილშიც გარკვეული კრიტერიუმი შესაცვლელი იქნება, იმიტომ რომ ადამინი, რომელიც ყოველთვიურ შემოსავალს კარგავს, ის უახლოესი თვეების განმავლობაში ახალ სამსახურს თუ ვერ იშოვის უბრალოდ გადადის სოციალურად დაუცველების ნაწილში. აქ ბევრი პროცესებია იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ სრულად გვესმის და სრული პასუხისმგებობით გვაქვს გააზრებული,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.