StopCoV ფონდში 128 მლნ 280 ათასი ლარია მობილიზებული

14 აპრილის 18:00 საათის მდგომარეობით, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCoV ფონდში 128 მილიონ 280 ათასი ლარია მობილიზებული, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფონდში შენატანები განახორციელეს ორგანიზაციებმა და ფიზიკურმა პირებმა:ელსი ვაიკიკი * LC WAIKIKI, 100 ათასი ლარი; სს „ქართული ლუდის კომპანია“ - 50 ათასი ლარი; Georgian Building Group . ჯორჯიან ბილდინგ გრუპი -30 ათასი ლარი; სონნეთ ქონსთრაქშენი- 30 ათასი ლარი; სააქციო საზოგადოება ლაღიძე - 7 ათასი ლარი; სს „ბადიაური“ - 3 ათასი ლარი; ფლორინგ გრუპი - 2 ათასი ლარი;

ამასთან, „ქართული ოცნების“ მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის StopCoV ფონდში გადარიცხავენ.

„სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ საქართველოს გენერალური პროკურორი და მისი მოადგილეები. სოლიდარობის აქციას უერთდებიან აჭარისა და აფხაზეთის ა/რ მთავრობები. ასევე, StopCoV ფონდში შემოწირულობები განახორციელეს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშროლებმა.

StopCoV ფონდის საშუალებით ყველა მსურველს შეუძლია, კორონავირუსთან ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. ჩარიცხვა ყველას შეუძლია: https://stopcov.ge/ka/Fund. მადლობა ერთიანობისთვის!“- ნათქვამია ინფორმაციაში.