ჯარიმების გამკაცრება არ იგეგმება, იგეგმება აღსრულების გამკაცრება,
- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ აღსრულების გამკაცრების ნაწილში, ბზობის დღესასწაულზე, სახელმწიფო ინსტიტუტებს, პირველ რიგში კი შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტურად უნდა ემოქმედა.
„ჩვენ ამას ვაღიარებთ, მაგრამ ჯარიმების კიდევ უფრო გამკაცრება არ იგეგმება. აღსრულების ნაწილში გამკაცრება და მეტი ეფექტურობა იგეგმება“, - აღნიშნა პრემიერმა.