Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ერთ დღეში 6,5 მლრდ დოლარით გამდიდრდა

Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ერთ დღეში დაახლოებით 6,5 მლრდ დოლარით გამდიდრდა. Forbes- ის თანახმად, მისი ქონება 5%-ით - 138 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ბეზოსის ყოფილმა მეუღლემ მაკენზი ბეზოსმა კი მსოფლიოში უმდიდრესი ქალების რეიტინგში პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა და მისი ქონება 2 მლრდ დოლარით, 44,8 მლრდ-მდე გაიზარდა. ეს ყველაფერი Amazon-ის აქციებზე ფასების ზრდის შედეგად მოხდა.

სამშაბათის ვაჭრობისას აქციების ფასი 5%-ით გაიზარდა. ერთი აქციის ღირებულებამ 2 283 დოლარი შეადგინა. სპეციალისტები ასეთ დინამიკას კარანტინის პირობებში Amazon-ის მუშაობას უკავშირებენ.

კორონავირუსის ეპიდემიის გამო საცალო მაღაზიების დახურვის შედეგად, ონლაინ საცალო ვაჭრობამ საგრძნობლად გაზარდა შეკვეთების მოცულობა. უფრო მეტიც, გაზრდილი ბრუნვის გამო კომპანიამ დამატებით 200 000 თანამშრომელი დაიქირავა და საათობრივი ხელფასი 2 დოლარით გაზარდა.

Amazon-ი მსოფლიოში სიდიდით მეორე კომპანია, რომლის საბაზრო ღირებულებაა 1,14 ტრილიონ დოლარს შეადგენს. პირველ ადგილს იკავებს 1,32 ტრილიონი დოლარით იკავებს Microsoft-ი.

"150 ლარი არ არის საკმარისი - შეუძლებელია, საარსებო მინიმუმი არ გავითვალისწინოთ და ადამიანების ყოველდღიურ დახმარებაზე ვილაპარაკოთ"
"საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის გაგრძელების პირობებზე შეთანხმებას, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის ნიშნავს დამატებით 447 მილიონ დოლარს"
უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები დახმარების სახით 150 ლარზე მეტს მიიღებენ - გახარია