10 მიზეზი, რატომ უნდა აირჩიოთ თქვენი შვილისთვის ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა

როდესაც ბავშვი სასკოლო ან წინასასკოლო ასაკის ხდება, ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საზრუნავი მისთვის სკოლის შერჩევაა.

ზოგიერთი მშობელი ამაზე ჯერ კიდევ მანამდე ფიქრობს, სანამ ბავშვი 2, 3 და 4 წლისაა. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი საჯარო და კერძო სკოლაა ჩვენ გარშემო, იშვიათად ნახავთ მშობელს, რომელიც სავსებით კმაყოფილია იმ სასწავლო დაწესებულების, სადაც მისი შვილი დადის. ამიტომ აუცილებელია, სანამ ბავშვს სკოლას შეურჩევთ, ჯერ თავად მოიფიქროთ კარგად და ჩამოაყალიბოთ ის პრიორიტეტები, რასაც მომავალში მიაქცევთ ყურადღებას, შემდეგ კი ძალიან კარგად გაეცნოთ სკოლების არჩევანს და თქვენი შვილისთვის საუკეთესო არჩევანი გააკეთოთ.

არსებობს რამდენიმე მთავარი კრიტერიუმი, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს კარგი სკოლა - მაგალითად, სათანადო სწავლა-განათლების მიღების შესაძლებლობა, ღირებულებები, რომლებიც იქ უყალიბდება ბავშვს, უსაფრთხო გარემო, სხვადასხვა წრე, ბავშვის მრავალმხრივი განვითარებისთვის ხელშეწყობა, კვება და ა.შ.

ერთ-ერთი გამორჩეული, თბილისის კერძო სკოლებს შორის, არის ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა. ის ნამდვილად აკმაყოფილებს იმ ყველა მოთხოვნას, რაც მშობელს და მოზარდს შეიძლება ჰქონდეთ სკოლისადმი. სწორედ მის მაგალითზე გთავაზობთ იმ ძირითად პუნქტებს, რაც აუცილებლად გამართული უნდა იყოს კარგ სკოლაში:

1. სანდოობა

რა თქმა უნდა, სკოლას უნდა ჰქონდეს დიდი გამოცდილება და მშობელი მისი თანამშრომლების კომპეტენციას უნდა ენდობოდეს. ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა ჯერ კიდევ 2012 წლიდან არსებობს და ამ წლების განმავლობაში საკმაო გამოცდილება დაუგროვდა. სკოლის მისიაა, იყოს სამაგალითო, ეროვნულ ფასეულობებზე დაფუძნებული, მრავალმხრივი, ინოვაციური, ქართული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება. ყოველი ახალი სასწავლო წელი დასტურია იმისა, რომ იქ ათასწლეულის შესაბამისი განათლების მიცემით იზრდებიან ბავშვები მომავლის ლიდერებად.

2. გამართული ინფრასტრუქტურა და უსაფრთხო გარემო

სკოლაში მაქსიმალურად შექმნილია სწავლებისთვის კომფორტული გარემო. ინფრასტრუქტურა სრულიად შეესაბამება უმაღლეს სტანდარტებს. სკოლა ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, დიღმის მასივში, ლუბლიანას ქუჩაზე მდებარეობს, სადაც თითოეული ბავშვი თავს კომფორტულად გრძნობს პირველივე დღიდან. სკოლის შიდა უსაფრთხოების გუნდი და ასევე ტერიტორიაზე განთავსებული ვიდეო-სამეთვალყურეო კამერები დაცულ გარემოს ქმნის, რაც მშობლებში ნდობის ფაქტორს იწვევს. თითოეული ბავშვი მზრუნველ, კეთილგანწყობილ და უსაფრთხო გარემოში ხვდება.

3. პედაგოგების კომპეტენტურობა და კარგი ურთიერთობები მშობლებთან

მაღალი დონის პროფესიონალი პედაგოგების და სასწავლო პროგრამების წყალობით სკოლამ მაშინვე მიიქცია ყურადღება. სკოლის ყველა მოსწავლე განათლებას ინოვაციური მეთოდებით იღებს. სწავლის ხარისხის გაკონტროლების მიზნით, მონიტორინგს კათედრის გამგეები, სკოლის ადმინისტრაცია და სასწავლო ნაწილის ხელმძღვანელი ახორციელებენ. შესაბამისად სისტემატიურად ხდება გაკვეთილებზე გეგმიური დასწრებები. სკოლაში ჩამოყალიბებულია სკოლის ერთობა, რომელშიც სკოლის ადმინისტრაციის, პედაგოგთა გუნდისა და მოსწავლეების გარდა მშობლებსაც აქვთ ჩართულობის შესაძლებლობა. სკოლაში წარმოებს ელექტრონული ჟურნალი, რომლის მეშვეობით შესაძლებელია ყოველდღიური ინფორმაციის მიღება (მოსწავლის საშინაო დავალებების, შეფასებების, მასწავლებლის კომენტარების და ა.შ)

4. უცხო ენები

ენების ცოდნა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია თანამედროვე სამყაროში. სკოლაში ეს მიმართულება პრიორიტეტულია და გაძლიერებულად ისწავლება. მეორე კლასიდან იწყებენ რუსული ენის შესწავლას, მესამე უცხო ენა კი არჩევითია და მეხუთე კლასიდან ისწავლება;

რასაკვირველია, ინგლისური ენის სწავლებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ”SUPER MINDS”- კემბრიჯის უნივერსიტეტის ეს მეთოდი იმითაა გამორჩეული, რომ მოსწავლეებს ინტელექტუალურ, ანალიტიკურ აზროვნებას უვითარებს და სწავლა სახალისო პროცესით მიმდინარეობს. კურსის საგანმანათლებლო მიზანია აღჭურვოს ბავშვები ცოდნით, ჩამოუყალიბოს სწორი გამოთქმა, გაუმდიდროს და განუმტკიცოს ლექსიკური მარაგი.

PSHE კი ბრიტანული დისციპლინაა, სადაც აქტიურად განიხილება პიროვნული, სოციალური, სამოქალაქო და ეკონომიკური საკითხები. ამ მეთოდებით სწავლება II კლასიდან იწყება. სკოლაში ხშირად მზადდება სხვადასხვა სახის პროექტები და პრეზენტაციები ინგლისურ ენაზე.

5. ბავშვის მრავალმხრივი განვითარება

სკოლაში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა არა მხოლოდ ბავშვისთვის ძირითადი საბაზისო ცოდნის მიცემას, საუკეთესო ხარისხის განათლებას, არამედ მის სხვა უნარების გამოვლენას, განვითარებას, შემეცნებას ჯანსაღი ცხოვრების წესის გათავისებას. ძირითადი ყურადღება ბავშვების ინდივიდუალურ მიდგომებზეა გაკეთებული. ერთიან სივრცეში მაქსიმალური პირობებია შექმნილი იმისთვის, რომ თითოეული მოსწავლის ნიჭი გამოვლინდეს და მის განვითარებას შეუწყონ ხელი.

სკოლა აღჭურვილია საბუნებისმეტყველო კაბინეტით, თანამედროვე, მრავალფეროვანი ლიტერატურის მქონე ბიბლიოთეკით, რომლით სარგებლობა ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია, ასევე თანამედროვე კომპიუტერების ოთახით, სადაც SMART BOARD (ინტერაქტიული დაფაა) განთავსებული. არის ცალკე სპორტული და ცალკე სააქტო დარბაზი, ასევე საფეხბურთო და საკალათბურთო გარე მოედანი ამ სკოლის უპირატესობას კიდევ უფრო ნათელს ხდის. სკოლას დიდი ეზო აქვს. ამ სივრცეში ბავშვები ერთობიან და ისვენებენ. თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი ორი საცურო აუზი ყველა მოსწავლის აღტაცებას იწვევს. კომპლექსში განთავსებულია გასახდელი ოთახები და საშხაპეები. პროფესიონალი მწვრთნელების ზედამხედველობის ქვეშ ბავშვებს შეუძლიათ დაეუფლონ ცურვას, ფეხბურთს, კალათბურთს, ტანვარჯიშს. ლოგიკური და შემეცნებითი უნარების გასავითარებლად ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლაში დაწყებითი საფეხურიდან ისწავლება ჭადრაკი, რომელიც ხელს უწყობს ისეთი უნარების ჩამოყალიბებას როგორიცაა სწრაფი და ლოგიკური აზროვნება, დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება, პრობლემების გადაჭრა.

6. ჯანსაღი კვება

ეს საკითხი არანაკლებ აღელვებთ ხოლმე მშობლებს და აღსანიშნავია, რომ ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლაში ჯანსაღ კვებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. სასადილო, სადაც მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან ორჯერადი კვებით, პირველ სართულზეა განთავსებული. I-XII კლასის მოსწავლეების უზრუნველყოფა ხდება ორჯერადი კვებით (საუზმე და სადილი); მოსამზადებელი ჯგუფის მოსწავლეები კი სამჯერადად იკვებებიან.

7. დამატებითი უნარები და შემეცნება

მოსწავლეები ბავშვობიდანვე ეუფლებიან იმ უნარ-ჩვევებს, რომლებიც განსაზღვრავენ წარმატების ხარისხს. სკოლა პირველივე კლასიდან აცნობს მათ თეატრს, მუზეუმს, მართავს მოსწავლეების მონაწილეობით ღონისძიებებს სკოლაშივე არსებულ სააქტო დარბაზში. კლასში მაქსიმუმ 18 მოსწავლეა, ხოლო მე-12 კლასელთათვის შემუშავებულია დამატებითი მეცადინეობების სპეციალური პროგრამა.

ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სკოლის კიდევ ერთი მიზანია ყველა მოსწავლეს პირველივე კლასიდან შეასწავლოს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. მასალა ცხადია, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის განსხვავებულია და ადაპტირებულია. სკოლაში ისწავლება ინფორმატიკაც, რომელიც თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას ემსახურება.

8. სკოლამდელი განათლება

თუ მცირეწლოვანი შვილი გყავთ და მომავალ წელს უწევს სკოლაში შესვლა, უმჯობესია წინასწარ მოამზადოთ. სკოლამდელი განათლება მნიშვნელოვანი ეტაპია. სკოლა სათანადოდ აცნობიერებს ამ სფეროს მნიშვნელობას, იზრუნოს ადრეულ ასაკში ბავშთა განვითარების ხელშეწყობაზე. პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები ეუფლებიან მეტყველებას, ხელოვნებას, ინგლისური ენის საწყისებს, ქართულ ცეკვას, აქტიურად არიან დაკავებული სპორტით, კერძოდ ცურვით.

9. ღირებულებები

სკოლის ერთობას აქვს ხედვა, რაზეც არის დამყარებული სკოლის მთავარი ღირებულებები:

• ჩვენ ვეფუძნებით ეროვნულ ღირებულებებსა და ფასეულობებს და თითოეულ მოსწავლეში ვნერგავთ მათ ერთგულებას;

• ჩვენ ვნერგავთ თანამედროვე მიდგომებს და ინოვაციებს ეროვნულ ღირებულებებსა და ფასეულობებზე დაყრდნობით;

• ჩვენ ვახორციელებთ სკოლის მისიას ენთუზიაზმითა და ლოიალობით;

• ჩვენ პატივს ვცემთ საკუთარ და სხვათა ღირსებას;

• ჩვენ ვახორციელებთ მიზანს გუნდურად და ერთსულოვნად;

• ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს ჯანსაღი განსჯის საფუძველზე და ვმოქმედებთ შესაბამისად;

• ჩვენ დადებითად აღვიქვამთ ნებისმიერ გამოწვევას.

10. მოსწავლე - აქ პრიორიტეტია

ყველაზე მთავარი მაინც ის არის, რომ აქ მოსწავლე პრიორიტეტია და ყველაფერი სწორედ მისთვის კეთდება. სკოლა აქცენტს აკეთებს მოსწავლის როგორც პიროვნების ინტელექტუალურ განვითარებაზე, ასევე მის ემოციურ, ფიზიკურ და სოციალურ უნარებზე. ყველანაირად უწყობს ხელს, რომ მომავალში ის იყოს წარმატებული, მოქალაქეობრივად აზროვნებდეს, ჰქონდეს სწორი ღირებულებები და დადგეს კარგ ადამიანად, რაც მშობლისთვისაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია.

თითოეული ბავშვის სამყაროს ხედავენ და პატივს სცემენ, შთააგონებენ და მოტივაციას უმაღლებენ. შექმნილ გარემოში მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ მათთვის წარმოუდგენელ შედეგს მიაღწიონ.

ასე რომ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თუ არჩევანს ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლაზე შეაჩერებთ, გირჩევთ, უკვე იჩქაროთ. რეგისტრაცია დაწყებულია და ადგილებიც არ არის ბევრი - თითოეულ კლასში მაქსიმუმ 18 მოსწავლე სწავლობს. მიიღეთ დროული და საჭირო გადაწყვეტილება თქვენი შვილებისთვის.

(R)