„თბილისელებს მინდა ვთხოვო, შეამოწმონ სახლები, ყურადღება მიაქციონ  ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიისა და წყლის გამორთვას"

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქში მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდებს საცხოვრებელი ბინებისა და სახლების დატოვებამდე ყურადღებით შეამოწმონ, არის თუ არა გამორთული ბუნებრივი აირი, წყალი და დენი, რათა ფატალური შემთხვევები თავიდან იქნას აცილებული.

კალაძის თქმით, თბილისში ამასთან დაკავშირებული ბევრი უბედური შემთხვევა მოხდა და აუცილებელია, მოსახლეობამ მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინოს.

„თბილისელებს მინდა ვთხოვო, რომ მაქსიმალური ყურადღება გაამახვილონ, კარგად შეამოწმონ ბინები, ყურადღება მიაქციონ საკუთარ საცხოვრებელში ბუნებრივი აირის გამორთვას, ასევე ელექტროენერგიისა და წყლის გამორთვას იმიტომ, რომ ამას შეიძლება გარკვეული პრობლემები მოჰყვეს. შეიძლება, ბუნებრივი აირი დარჩეს ჩართული და ამან ფატალური შემთხვევები გამოიწვიოს. ამიტომ ყველას მინდა გთხოვოთ, რომ მაქსიმალური ყურადღება დაუთმოთ ამ მიმართულებას, შეამოწმეთ თქვენი საცხოვრებელი ბინები, სახლები, გამორთეთ ბუნებრივი აირი, რომ მაქსიმალურად დაცულები ვიყოთ, რადგან ჩვენ გვახსოვს ძალიან ბევრი მძიმე შემთხვევა ამ მიმართულებით“, - განაცხადა კალაძემ.