საარსებო მინიმუმი 7.1 ლარით გაიზარდა და 206.1 ლარი გახდა

2020 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 7.1 ლარით გაიზარდა.

კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 206.1 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა თებერვალში ეს მაჩვენებელი 199 ლარი იყო.

2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, მარტში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 24.9 ლარით არის გაზრდილი. კერძოდ, 2019 წლის მარტში ეს მონაცემი 181.2 ლარს შეადგენდა.

„საქსტატის“ მონაცემებით, მარტში თებერვალთან შედარებით 41.7 ლარით გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 345.7ლარი გახდა. აღსანიშნავია, რომ საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 2019 წლის მარტის მონაცემთან შედარებით, 33.3 ლარით არის გაზრდილი.

თაია არდოტელი